ემზარ კვიციანის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
კვიციანი სააკაშვილს კონსტიტუციის დარღვევასა და კოდორის ხეობის დაკარგვაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, საქმე ჰააგამდე მივა.
„ტერიტორიების გასხვისებასთან და კოდორის ხეობის ჩაბარებასთან დაკავშირებით აუცილებლად შევიტანთ სარჩელს. ახლა ადვოკატები ამზადებენ სარჩელს, გამზადდება და სასამართლოში შევა, რომელიც მიაღწევს ჰააგამდე. სულ მალე სამართალი იზეიმებს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები