საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად დოკუმენტი შეიმუშავა

სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტში ცეცხლის შეწყვეტაზე და დონბასიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზეა საუბარი. დოკუმენტს ხელი, სავარაუდოდ, დღეს მოეწერება ხელი.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საკონტაქტო ჯგუფის წევრებს – ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სერბეთის სპეციალურ წარმომადგენელს ჰაიდი ტალიავინის, უკრაინის წარმომადგენელს ლეონიდ კუჩმას და რუსეთის წარმომადგენელს, უკრაინაში რუსეთის ელჩს მიხეილ ზურაბოვს შეხვდა. მხარეებმა მოლაპარაკებები დონეცკის და ლუგანსკის ოლქში დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით გამართეს.
საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის სავალდებულო შეთანხმება და მინსკის შეთანხმებების თანახმად დონბასში შეხების წერტილიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები