აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 5 თებერვალს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენიფერ პსაკიმ 30 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „Associated Press“-ი ავრცელებს.
პსაკის სიტყვებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან, პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ პავლე კლიმინთან გამართავს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, თვითგამოცხადებულ „დსრ“-ის და „ლსრ“-ის წარმომადგენლებთან კერი შეხვედრებს არ გამართავს. „ეს არ გახლავთ აშშ-სა და რუსეთისგან მხარდაჭერილ სეპარატისტებთან მოლაპარაკებები“, – ხაზი გაუსვა პსაკიმ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს პსაკიმ აშშ-ს მხრიდან უკრაინისადმი „მყარი მხარდაჭერის“ სიმბოლო უწოდა.