ამერიკელი ვაჩოვსკების „იუპიტერის აღზევება“ 3D-ში – მსოფლიო პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში

მალე საქართველოს კინოთეატრებში ენდრიუ პოლის, იგივე ენდი ვაჩოვსკისა და ლანა ვაჩოვსკის ახალი ფილმის „იუპიტერის აღზევების“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ეს უკანასკნელი თელარი ვაჩოვსკი სქესის შეცვლის შემდეგ ლანა ვაჩოვსკი გახდა და ახლა ისინი თავად არიან საკუთარი ფილმების რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები. უკვე და-ძმა ვაჩოვსკების ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „მატრიცას“ ტრილოგია. „მატრიცას“ პირველი ნაწილი 4 „ოსკარის“ მფლობელი გახდა ნომინაციებში: „საუკეთესო მონტაჟი“, „საუკეთესო ხმოვანი ეფექტები“ , საუკეთესო მუსიკალური მონტაჟი“ და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“. ვაჩოვსკების ფილმოგრაფიაში შედის ისეთი ფილმები, როგორიცაა: 1996 – „კავშირი“ (Bound ); 1999 – „მატრიცა“ (The Matrix); 2003 – „მატრიცა: გადატვირთვა“ (The Matrix Reloaded); 2003 – „მატრიცა: რევოლუცია“ (The Matrix Revolutions); 2006 – „V ნიშნავს ვენდეტას“ (V for Vendetta); 2012 – „ღრუბლების ატლასი“ (Cloud Atlas). ვაჩოვსკების ფილმის – ახალი ნამუშევრის მოლოდინში არიან მსოფლიოს კინომანები. მსოფლიოს პრემიერას საქართველოც შეუერთდება და მაყურებელს 5 თებერვლიდან შესაძლებლობა ექნება, ნახოს „იუპიტერის აღზევება“ 3D – ში, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები ჩენინგ ტატუმი და მილა კუნისი ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები