გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დირექტორები გაანთავისუფლა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად საპატიმროს დირექტორები განთავისუფლდნენ. მათ შორის არიან: რუსთავის №17 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, არასრულწლოვანთა №11 დაწესებულების დირექტორი და ტუბერკულოზით დაავადებულთა ქსნის №19 დაწესებულების დირექტორები. განთავისუფლებულები არიან ის პირებიც, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები უწყებაში მიმდინარე რეფორმებმა გამოიწვია. სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ის მედიასთვის მალე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები