მინსკში უკრაინის კონფლიქტის თემაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

დღეს მინსკში უკრაინის კონფლიქტის თემაზე მორიგი მოლაპარაკებები გაიმართება. გავრცელებული ცნობით, სპეციალური ჯგუფის წევრებმა სხდომაში მონაწილეობა დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ჯგუფის წევრებს შეხვდა. პოროშენკომ მოლაპარაკება ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელთან ჰაიდი ტალიავინთან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ელჩთან მიხეილ ზურაბოვთან და უკრაინის ექსპრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან გამართა.
2014 წლის სექტემბერში მინსკში უკრაინის აღმოსავლეთით ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას ორივე მხარე არღვევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები