კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი უკრაინას ეწვევიან
საქართველოს ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი დღეს უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვევიან.
მინისტრები უკრაინაში შეხვედრებს გამართავენ.
ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრთან აივარას აბრომავიჩუსთან და ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრთან ვოლოდიმირ დემჩიშინთან.
მხარეები საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.