ამერიკელმა სენატორებმა ერაყში ქრისტიანული ავტონომიის შექმნის წინადადება დააყენეს

 

ამერიკელმა სენატორებმა ერაყში, ნინევიის დაბლობში ქრისტიანებისთვის ავტონომიის შექმნის წინადადება წამოაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყული სააგენტო „Shafaq News“-ი ავრცელებს.

17-მა სენატორმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის წერილით მიმართა, რომელშიც ამერიკის ხელისუფლებისგან ერაყში ასურელების და სხვა ქრისტიანული უმცირესობების დევნის შეწყვეტის უზრუნველყოფა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ნინევიის ხეობიდან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები განდევნეს. იძულებით გადაადგილება რელიგიური უმცირესობების დაახლოებით 200 ათას წარმომადგენელს შეეხო, რომლებმაც ამ პროცესის დროს თავი ერაყის ქურთისტანს შეაფარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები