საუდის არაბეთმა მამაკაცთა ოლიმპიური თამაშების ჩატარების ინიციატივა წამოაყენა

 

საუდის არაბეთი ოლიმპიური თამაშების ჩატარების ნიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მამაკაცები მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

ქვეყანას მამაკაცთა ოლიმპიადის მასპინძლობა ბახრეინთან ერთად სურს. გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა მსგავსი განაცხადის მიღება შეუძლებლად მიიჩნია, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წესდება სქესობრივ დისკრიმინაციას გამორიცხავს.

2012 წლამდე ოლიმპიადებზე საუდის არაბეთის მხრიდან მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ამ ქვეყნის კანონმდებლობა თამაშებში ქალების მონაწლეობას კრძალავს. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის წინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ზეწოლის შედეგად საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ოლიმპიადაში მონაწილეობა ქალებმაც მიიღეს. ლონდონის ოლიმპიადაზე საუდის არაბეთიდან მამაკაცებთან ერთად 2 ქალბატონი – სარა ატარი და ვოჯან შახრხანი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები