დებალცევოში საარტილერიო სროლას 3 მოსახლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

დებალცევოში საარტილერიო სროლის დროს ტერორისტებმა 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ბავშვია. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ტერორისტების ქმედებების შედეგად დონეცკის ოლქში დაჭრილია კიდევ 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
„აფეთქების შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა, მისი დედა დაჭრილია. გარდა ამისა, საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაიჭრა 1929 წელს დაბადებული მოხუია ქალბატონი. კიდევ ერთი, 64 წლის ქალბატონი საკუთარ სახლთან დაიღუპა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გავრცელებული ცნობებით, დაჭრილია ასევე 68 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედიის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და დაჭრის ყველა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები