მინდია ჯანელიძე უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ეთანხმება

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას ეთანხმება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის დასახმარებლად ისეთი ფორმები უნდა შევარჩიოთ, რისი შესაძლებლობაც სახელმწიფოს გააჩნია.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინას იმ ფორმით უნდა დაეხმაროს, რომელიც ქვეყანას არ დააზარალებს.
„გუშინ ბატონი ბიძინასგან მივისმინეთ, რომ ჩვენ უკრაინისადმი, რა თქმა უნდა, სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უნდა შევარჩიოთ ისეთი ფორმები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ დააზარალებს. ამასთან ერთად, უნდა დავეხმაროთ ისეთი ფორმებით, რისი შესაძლებლობაც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები