„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავის ინტერესში არ შედის“

პარტია „ახალ მემარჯვენეების“ ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და მმართველ კოალიციაზე ისაუბრა.
ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ კოალიციაში ცვლილებები განხორციელდეს და ის მომდევნო არჩევნებზე ახლანდელი მოქმედი სახით აღარ იყოს წარმოდგენილი, თუმცა, მისივე თქმით, მოცემულ მომენტში ვადამდელი არჩევნები არავის ინტერესში არ შედის.
„დიდი ალბათობით, მომავალი არჩევნებისთვის კოალიცია ასე არ დარჩება. ვინ გამინუსებული იქნება და ვინ შენარჩუნებული, არ ვიცი, მაგრამ „რესპუბლიკელები“ დიდი ალბათობით კოალიციაში აღარ იქნებიან. ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, რაიმე კრიზისმა და უბედურებამ განაპიროს. სხვა შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები არავის ინტერესში არ შედის. ყველაზე მეტად ეს შეიძლება არასაპარლამენტო ოპოზიციას გვაძლევდეს ხელს, იმისთვის, რომ პარლამენტში ვიყოთ წარმოდგენილები, თუმცაღა, სანამ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები არ შევა, ეს ჩვენთვისაც პრობლემაა“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები