„მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ეფექტურად შეასრულებს“

მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ეფექტურად შეასრულებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერის მიერ აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ფართო საკითხების ნაკრებია. ის მოიცავს როგორც ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, ასევე, თუკი ასეთი შემთხვევები იყო, პასუხისგებაში მიცემას. ეს კომპლექსური საკითხია და მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დაახლოებით 1 მილიარდი ლარია საჭირო, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირება მოხდეს. როგორც ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა, თუმცა თებერვლიდან ქონებრივი კუთხით ეს პროცესი დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები