„ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები ღირებული იქნება“

პარტია „ქართული ოცნების“ ახლად დანიშნული აღმასრულებელი მდივანი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ შეხვედრია და მასთან კონსულტაციები არ ჰქონია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
კობახიძის განმარტებით, თუკი ამის მზაობა იქნება, ის ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებით შეხვდება და მასთან კონსულტაციასაც გაივლის.
„ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ მქონია, თუმცა მისი კონსულტაციები, ზოგადად, ღირებული იქნება. თუ ასეთი მზაობა იქნება, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ მასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები