„ქართული ოცნება“ ევროპული ტიპის ძლიერ პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს“

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პარტია „ქართული ოცნებაში“ არსებულ პრობლემებსა და პარტიის გეგმებზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძლიერ ევროპულ პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წარმომადგენლებს ზურგი გაუმაგროს.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ყურადღება ასევე პარტიის იდეოლოგიისა და კონკრეტული სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა.
„ პარტიას მუდმივად საარჩევნო რეჟიმში უხდებოდა მუშაობა, 2012 წლიდან დაწყებული სამი რთული არჩევნები გამოვიარეთ. აქედან გამომდინარე, პარტიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარ ორგანიზაციულ განვითარებაზე ეზრუნა. ამ კუთხით ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, ზოგადი ხედვა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც კონკრეტულ სტრატეგიაში უნდა გარდაისახოს. ჩვენი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ ევროპული ტიპის ძლიერი პარტიად ჩამოყალიბდეს, რომელმაც ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში ჩვენს წარმომადგენლებს ზურგი უნდა გაუმაგროს. ჩვენ სახელისუფლებო პარტია ვართ და განსაკუთრებული გამოწევების წინაშე ვდგავართ. უნდა გავაძლიეროთ პარტიის ცენტრალური ადმინისტრაცია. ბევრია სამუშაო ადგილობრივ დონეზეც. ადგილობრივი ორგანიზაციები აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები