დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის შეფასებას ეხმაურება

თბილისის მერი დავით ნარმანია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.
მისი თქმით, 2015 წელს მუშაობის ტემპი უფრო მაღალი იქნება და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. “ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მიუხედავად მრავალი წინაღმდეგობისა, საბოტაჟისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და აქტიურად ვიმუშავეთ. 2015 წელს მუშაობის ტემპები უფრო მაღალი იქნება და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. გვაქვს დაგეგმილი პროექტები და პროგრამები, რომლებიც უფრო ეფექტიანად შეგვიძლია განვახორციელოთ, ვიდრე ის დანატოვარი, რომელიც ბევრი ხარვეზით ხასიათდებოდა და რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო მოვანდომეთ”, – აღნიშნა ნარმანიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას მერობა რაღაც ეტაპზე გაუჭირდა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, მთლიანობაში ნარმანიასთან მიმართებაში არ შემცდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები