არაყის წარმოება რუსეთში თითქმის მეოთხედით შემცირდა

რუსეთის ფედერაციაში არაყის წარმოება, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყაროა, გასულ წელთან შედარებით 66,6 მილიონი დეკალიტრით, 22,3 პროცენტით შემცირდა. ამ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური რუსეთის 2014 წლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშში იუწყება.
2014 წლის დეკემბერში არაყის წარმოება 2013 წლის დეკემბერთან შედარებით 47,3 პროცენტით გახლავთ შემცირებული. ამ ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, არაყის წარმოება მკვეთრად შემცირდა 2014 წლის ნოემბერში, როდესაც წარმოების 38,5 პროცენტიან ვარდნას ჰქონდა ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები