სიკვდილამდე ლიტვინენკომ პუტინი პედოფილიასა და მისი მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში რუსული „ფე-ეს-ბეს“ აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის განხილვა სენსაციური აღმოჩნდა. ლონდონის სამეფო სასამართლოში ჩვენების მიცემისას, რუსი აგენტის მკვლელობის საქმის გამომძიებლმა იურისტმა რობერტ ტამმა განაცხადა, რომ სიკვდილამდე საავადმყოფოში მყოფმა ლიტვინენკომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პედოფილიასა და მისი მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა. ამ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი „The Mirror“-ი ავრცელებს.
ბრიტანელი ჟურნალისტები რობერტ ტამის ჩვენებას „შოკისმომგვრელ ბრალდებას“ უწოდებენ. ტამის სიტყვებით, სიკვდილის წინ ალექსანდრე ლიტვინენკომ მას უამბო, რომ 2006 წლის ივლისში ერთ-ერთ ჩეჩნურ საიტში გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ფე-ეს-ბეს“ გაქცეულმა აგენტმა პუტინი არამარტო კორუფციაში, არამედ პედოფილიაშიც დაადანაშაულა. აწ გარდაცვლილი ლიტვინენკო თვლიდა, რომ კრემლისთვის სერიოზულ განმარისხებელ ფაქტორად სწორედ ეს ფაქტი იქცა. ლიტვინენკოს თქმით,  „მას ეჭვი არ ეპარება მასში, რომ მისი მკვლელობა სწორედ პუტინმა შეუკვეთა“.
ტამის თქმით, უკვე მომაკვდავი ლიტვინენკოს ეს სიტყვები დაკითხვის პროტოკოლში იქნა შეტანილი, რომელიც იქვე ლონდონის სამეფო საავადმყოფოში გაიმართა. როგორც რუსული გამოცემა „by24.org“-ი წერს, ლიტვინენკოს სიკვდილისწინა ჩვენება ძნელად გააკვირვებს რუსებს, რადგან თავიანთი პრეზიდენტისგან უცნაურ ქმედებებს შეჩვეული არიან. გამოცემა ამის დასადასტურებლად იხსენებს შემთხვევას, როდესაც მოსკოვში წითელ მოედანზე ვლადიმერ პუტინმა ათეულობით ტელეკამერის წინ 6 წლის ბიჭს მუცელზე აკოცა.

https://www.youtube.com/watch?v=40xKsT2GzSw

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები