ევროკავშირმა ანტირუსული სანქციები 2015 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ანტირუსული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე შეთანხმდნენ. სანქციების მოქმედების ვადა, რომლებიც 2014 წლის მარტში იქნა შემოღებული, 2015 წლის დეკემბრამდე იქნება ძალაში. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობითვე, სანქციების ვადის გახანგრძლივების გარდა ევროკავშირმა შესაძლოა რუსულ კომპანიებს ევროპის ფინანსურ ბაზარსა და ნავთობის და გაზის სფეროში ტექნოლოგიებზე წვდომა შეუზღუდოს. ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების საკითხი 29 იანვარს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის უწყებათა ხელმძღვანელთა შეხვედრაზე იქნება განხილული.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, 12 თებერვლის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ევროკომისიას ახალი სანქციების სახითხის შესწავლის თხოვნით მიმართავენ, საბოლოო გადაწყვეტილება კი მარტში იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები