გერმანელები მოსკოვის გარეუბანში 500 მილიონი რუბლის ინვესტიციას განახორციელებენ

გერმანელმა ინვესტორები მოსკოვის გარეუბანში მცირე სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი თანამედროვე ქარხნის შექმნას გეგმავენ. ამ ინფორმაციას „rg.ru“ ავრცელებს. რუსულ გამოცემასთან სოლნეჩნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, 1848 წელს შექმნილმა მსუბუქი და კომპაქტური სამშენებლო აღჭურვილობის მწარმოებელმა მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ რაიონის ადმინისტრაციასთან თავისი ოფისის შექმნის საკითხი განიხილა. გერმანული მხარე სოფელ პიკინოს ტერიტორიაზე რუსეთში თავისი მთავარი ოფისის უმოკლეს ვადაში შექმნას გეგმავს. რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში სამშენებლო ტექნიკის ასაწყობი წარმოება, ასევე გერმანული კომპანიის სასაწყობო და სავაჭრო სათავსოები უნდა შეიქმნას. ამ პროექტში გერმანელები 500 მილიონი რუბლის ჩადებას და ასევე არანაკლებ 50 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავენ. თავის მხრივ სოლნეჩნოგორსკის რაიონის ადმინისტრაცია უცხოელი ინვესტორებისთვის საპროექტო-სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარებას გეგმავს. „ ჩვენი გერმანელი პარტნიორების ბიზნესისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი გარემოს შექმნით ჩვენ მიზანსაც მივაღწევთ: საწარმო უნდა დარეგისტრირდეს და გადასახადები გადაიხადოს იქ, სადაც მასში დასაქმებულები ცხოვრობენ, ანუ სოლნეჩნოგორსკის რაიონში“ – განაცხადა რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ აზერ მამედოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები