პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს – “ზოგმა თერმომეტრი გადაყლაპა, ზოგმა კალამი, ზოგმაც ჭანჭიკი“
სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს. მათი ოჯახების წევრებისა და ადვოკატების განცხადებით, პატიმრები წამლებსა და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. პატიმარ ლაშა ბუხნიკიშვილის ადვოკატი ზურაბ თოდუა ციხის ადმინისტრაციას პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ოთხმა მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართა.
„არ შეიძლება პიროვნებას არაადამიანური ფორმით ელაპარაკო. როგორც შეიძლება ადამიანს აუკრძალო კვების პროდუქტის შეძენა, ჰაერის მიწოდება? რა ფორმაა ეს? ასეთი წესები შეიძლება აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშიც არ იყოს. მათ გააპროტესტეს არაადამიანური მოპყრობა და პირობები, რომელშიც ამყოფებენ. ზოგმა თერმომეტრი გადაყლაპა, ზოგმა კალამი, ზოგმაც ჭანჭიკი“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.