ალექსანდრე ახალკაცის წიგნის „გამოცდა ხელბორკილით“ პრეზენტაცია გაიმართება

31 იანვარს, 13:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, ალექსანდრე ახალკაცის წიგნის „გამოცდა ხელბორკილით“ პრეზენტაცია გაიმართება.
ალექსანდრე ახლაკაცის „გამოცდა ხელბორკილით“ წიგნად შეკრული რეალური ამბები – ავტობიოგრაფიული ქრონიკებია, რასაც ავტორი თავისებური, გამორჩეული მხატვრული ხერხით მოგვითხრობს. ეს, პატიმრის ისტორიაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ საზრდოობენ ე.წ. რეჟიმები უდანაშაულო მსხვერპლით. თუმცა, თუ იბრძვი, არ ნებდები და ამ ბრძოლაში მთავარ იარაღად სიმართლეს იყენებ, ცხოვრებას, თუნდაც გისოსებს მიღმა, აზრი და მიზანი ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები