უკრაინაში რუს მსახიობზე ძებნა გამოცხადდა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუს მსახიობ მიხეილ პორეჩენკოვზე ძებნა გამოაცხადა. პორეჩენკოვზე ძებნის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა.
როგორც უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი“ წერს, რუსი მსახიობის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენას გულისხმობს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, პორეჩენკოვი დონეცკის ოლქში 2014 წლის 31 ოქტომბერს მიიმალა. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს მხრიდან პორეჩენკოვის დაკავებაზე ნებართვა გაცემულია.