ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის პრემიერს ყვარელში უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსს და ლიტვის სამთავრობო დელეგაციას ყვარელში უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტველ კოლეგას ისტორიული ღვინის საცავი – გვირაბი დაათვალიერებინა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დელეგაციის წევრებმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ტრადიციული კერძები გასინჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები