უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთში გაიმართა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის უკვე საკუთარ სახლში, ხაშურში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, სუხიაშვილი უკრაინაში რუს სეპარატისტებთან შეტაკებისას 17 იანვარს დაიღუპა. 25 იანვარს ის 37 წლის გახდებოდა.