გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ავსტრიის ელჩს უმასპინძლა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ავსტრიის ელჩს აქსელ ვახს სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები განიხილეს.
სატყეო სფეროს განვითარებისათვის და მეტყევეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ახლო მომავალში ავსტრიის მთავრობის დახმარებით ტრენინგ ცენტრი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სატყეო სექტორის განვითარებას. მხარეებს შორის, გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ავსტრიის მხარე საქართველოს სატყეო სექტორის მართვის მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში დაეხმარება.