ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი საგანი ემატება

ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი, არჩევითი საგანი – “სამოქალაქო განათლება“ დაემატება. უმაღლესი სასწავლებლების თავად გადაწყვეტენ, მოითხოვონ თუ არა სავალდებულო 3 საგანთან ერთად ახალი დისციპლინის ჩაბარება. აქამდე არჩევითი საგნების რაოდენობა 8 იყო. რაც შეეხება სავალდებულო საგნებს – ქართულს, უცხო ენასა და ზოგად უნარებს, მისი ჩაბარება ყველა აბიტურიებტს მოუწევს.
რაში დასჭირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი საგნის დამატება, რას გულისხმობს “სამოქალაქო განათლება“ – ამაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ირმა ხომერიკი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრობს.
“ეს საგანი ისწავლება სკოლებში, საბაზო საფეხურებზე ისტორიასთან არის ინტეგრირებული, ანუ ისტორიის სახელმძღვანელოშია საკითხები მოცემული სამოქალაქო განათლებიდან, მე-9-10 კლასებში კი ისწავლება, როგორც დამოუკიდებელი საგანი და შემდეგ უკვე არჩევითი საგანი. დროული იყო ამ საგნის უმაღლესში შეტანა, რადგან დაგროვდა და ამ საგნის სწავლებისა და შეფასების გამოცდილება და ამის საჭიროება დადგა იმიტომ, რომ ვთვლი, სოციალურ-პოლიტიკურ მიმართულებებზე, ასევე, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტებზე სწორედ ამ საგნით უნდა შეფასდეს აბიტურიენტების აზროვნება, შესაბამისად, ამიტომ შემოვიტანეთ ეს ახალი ინიციატივა“,-აცხადებს ხომერიკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები