„იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს“

„იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობთ.
როგორც სტატიის ავტორი ამბობს, მას სრულიად შემთხვევით იური ვაზაგაშვილი 2014 წლის დეკემბრის ბოლოს, საჯარო ბიბლიოთეკის უკან, ეკლესიასთან შეხვდა და მას წერილი გადასცა. გამოცემა, დღევანდელ ნომერში სწორედ იური ვაზაგაშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც იური ვაზაგაშვილი იმ პოლიციელთა ვინაობას ამხელს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ზურა ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, საპროტესო აქციებს არბევდნენ და დღემდე შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე იმყოფებიან. როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, მისთვის იური ვაზაგაშვილს უთქვამს, რომ ამ წერილის რამდენიმე ეგზემპლარი სხვებისთვისაც მიუცია.
“ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი გიორგი დალაქიშვილი ვანო მერაბიშვილის ფავორიტია. მერაბიშვილის მინისტრობისას დალაქიშვილი მუშაობდა თბილისის სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე. არჩევნებამდე მას დავალებული ჰქონდა “ქართული ოცნების” უსაფრთხოების სამსახურის ურფოსის ალეკო ტაბატაძის განეიტრალება და შემუშავებული ჰქონდა კიდეც გეგმა ტაბატაძის დასაკავებლად, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა ტაბატაძის მეგობრობამ დ. ბედიასთან. ბედია მერაბიშვილის დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. დალაქიშვილსა და ბედიას ალეკო ტაბატაძის თემაზე უთანხმოება მოუვიდათ და ბედიამ გაიმარჯვა. “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ გიგი დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს.
ცნობისათვის, დალაქიშვილმა გია უდესიანთან ერთად ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ჰეროინი დაალევინა. ხარძიანი, როგორც ცნობილია, უარს აცხადებდა კუს ტბის აქციების „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ დათმობაზე. საერთოდ, გიგი დალაქიშვილი და გია უდესიანი შავბნელი საქმეების აღსასრულებლად ერთად მოქმედებდნენ, სადაც პოლიცია ვერ ჭრიდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა უდესიანი თავის რაზმთან ერთად. უდესიანის “ოფისი”, სადაც განთავსებული იყო ადამიანთა წამებისა და დაკავების საკნები, დღესაც „ნაცმოძრაობის“ მფლობელობაშია და იგი მდებარეობს იპოდრომის შესასვლელთან.
გიორგი დალაქიშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი (ე.წ. “ტყუპი”) შინაგან საქმეთა ორგანოებში მოიყვანა ირაკლი ფირცხალავამ, რომელთან ერთადაც დალაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში. დალაქიშვილთან ერთად ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში ასევე მონაწილეობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დღევანდელი მოადგილე ოთარ მირზოევი, რომელიც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლიდან მეორე დღესვე ერევანში გაიქცა და საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, როცა ხელშეუხებლობის მყარი გარანტია მიიღო. ოთარ მირზოევი და გიგი დალაქიშვილი ისანი-სამგორის სამმართველოს ყოფილ უფროსთან გიორგი დარჯანიასთან ერთად ყველაზე ახლოს, ორ მეტრში იმყოფებოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანიდან. მირზოევმა პირველმა გახსნა ცეცხლი ჩემი ვაჟის ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით და ყველაზე უფრო ადრე სწორედ მან შეასრულა ირაკლი ფირცხალავას მიერ რაციაში გაცემული ბრძანება – ცეცხლი გახსენითო! სწორედ მირზოევის ტყვია მოხვდა ზურაბ ვაზაგაშვილს თავში და ამის გამო მან დაკარგა გამართულად მოძრაობის უნარი, რის გამოც მანქანა გადავიდა გზის საწინააღმდეგო მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხეს. ქალაქ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური კობა ნაკანი ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ ახტა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის, “ბე-ემ-ვეს” კაპოტზე და მანქანაში წინ მჯდომ პირთა მიმართ განახორციელა საკონტროლო გასროლები ავტომატური იარაღიდან მჭიდის დაცლამდე. ვაზაგაშვილს თავში 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ისან-სამგორის დღევანდელი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბჟალავა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის ახლანდელი მოადგილე შოთა ჭანუყვაძე.
ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ერთ დაჯგუფებას”,- წერს “ასავალ-დასავალი”.
შეგახსენებთ, რომ ოთარ მირზოევმა საკუთარი განცხადების საფიძველზე შს სამინისტრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები