ვინ არის ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის შესაძლო მოწმე, რომელზეც იური ვაზაგაშვილი საუბრობდა

კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მთავარი მოწმე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე იყოს – ამის შესახებ გაზეთი ,,კვირის პალიტრა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
,,კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მთავარი მოწმე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე იყოს. მას 2006 წელს, სხვა 9 გამომძიებელთან ერთად, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიება დაევალა. გარდა ამისა, კვინიკაძე თამაზ თამაზაშვილის საქმეშიც ფიგურირებს. 2013 წლის 26 მაისს ის სხვა პოლიციელებთან ერთად დააკავეს თამაზაშვილისთვის იარაღის ჩადების ბრალდებით. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
გასული წლის თებერვალში, გრიგოლ კვინიკაძემ ჟურნალისტს გადასცა კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი 40-წუთიანი ვიდეომასალა, რომელიც ახალ გარემოებებს ააშკარავებდა (ექსპერტების თქმით, ის ადასტურებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობას). ფირის გადაცემის შემდეგ გრიგოლ კვინიკაძემ უცხოეთს შეაფარა თავი“, – წერს გაზეთი.
როგორც ყარაფილელები ამბობენ, იური ვაზაგაშვილს შვილის საფლავზე სენსორული განათება ჰქონდა დამონტაჟებული, რომელიც შებინდებისთანავე ავტომატურად ირთვებოდა. ხალხი გაოგნებულია, როგორ დანაღმეს საფლავი, როცა ამ ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებს.
“ღამის საათებში სოფლის ორღობეში მოსიარულე თუ შეგნიშნეს, მაშინვე გაჩერებენ და საბუთებს გთხოვენ. სასაფლაოსთან თითქმის ყოველთვის დგას ერთი საპატრულო ეკიპაჟი. წესით, ღამით განათებულ საფლავზე უცხო პირის მისვლა არ უნდა გამოჰპარვოდათ. ჩვენი სოფელი კონფლიქტურ ზონად ითვლება და რუსული ბლოკსაგუშაგო საფლავიდან რამდენიმე ასეულ მეტრზეა. ბლოკსაგუშაგო და სასაფლაო ერთმანეთის პირდაპირ არის”, – განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები