შალვა აბულაძემ ორი პოლიციელი დაჭრა – შსს დამნაშავეს ეძებს (ფოტო)

ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შემთხვევა ლიკანში მოხდა. ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებს სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად. თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ 112-ზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

10933278_10152697780519779_1849745446_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები