ხიდაშელი ფირცხალავას გამოსვლას ამაზრზენს უწოდებს



“როდესაც ვუსმენ ფირცხალავას მსგავს არსებებს, არ მტოვებს ამ სიტყვების ჭეშმარიტების გრძნობა “სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვიყავი წინა ცხოვრებაში” – ასე გამოეხმაურა ფეისბუქის პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი 2006 წელს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ხელმძღვანელ, ირაკლი ფირცხლავას მიერ “მაესტროს“ ეთერში დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

“ეს არ იყო მისი პირველი გამოსვლა რომელიც აბსოლუტურად ამაზრზენი, კიდევ ერთხელ ტყულით და ფაქტების დამახინჯებით იყო გაჯერებული“, -აღნიშნავს ხიდაშელი.

ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ეთერში ინციდენტი მოხდა, სიტყვიერი შელაპარაკება ვაზაგაშვილების ადვოკატ ირმა ჭკადუას და 2006 წელს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ხელმძღვანელ, ირაკლი ფირცხლავას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ჭკადუამ ფირცხალავას დემაგოგი უწოდა და სიცრუეში დაადანაშაულა.

ირაკლი ფირცხალავას გაღიზიანება კი, ადვოკატის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია და განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე არ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები