ოფიციალური დელი ინდოეთის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას სთხოვს

ოფიციალური დელი ინდოეთის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას სთხოვს. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მდებარე საელჩომ ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა. სანაცვლოდ, ინდოეთის საელჩომ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საელჩო უკრაინის ტერიტორიის დაუყონებლივ დატოვებას სთხოვს.
„ ჩვენი საელჩოს ინფორმაციით, ინდოელი სტუდენტები, რომლებიც უკრაინისა და დონეცკის რეგიონებში სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულნი, სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში აგრძელებენ სწავლას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათივე უსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ დატოვონ აღნიშნული ტერიტორია”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები