უკრაინაში საომარი ვითარება კრიტიკულ ფაზას აღწევს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო აცხადებს, რომ ოფიციალურ კიევთან მოლაპარაკებას წყვეტს. თუმცა, ამავდროულად, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ სეპარატისტები უკრაინაში აქტიურ შეტევაზე გადადიან და უახლოეს მომავალში შესაძლოა, უკრაინაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია. რუ” იუწყება, უკრაინის მხრიდან მობილიზებულია სამხედრო დანაკვეთები.
”რუსულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ფაქტობრივად, დაარღვიეს. მობილიზებულია დიდი რაოდენობით ძალები და შეიარაღება. მათ შორის, საუბარია რუსეთის ფედერაციის რეგულარული სამხედრო ძალების ნაწილებზე. დღეს ისინი აქტიურ შეტევით ოპერაციაზე გადმოდიან”, – აცხადებს ტურჩინოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები