ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას აპირებს

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან საუბრისას უკრაინისთვის გრძელვადიანი საკრედიტო დახმარების საკითხი განიხილა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინას ქვეყანაში არსებული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლეგარდმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მხარს დაუჭერს უკრაინის დაფინანსების პროგრამას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა აღნიშნული ორგანიზაციის ეკონომიკურ რეფორმებს ჩაატარებს. რას გადაწყვეტს ორგანიზაცია უკრაინასთან მიმართებაში, და მიიღებს თუ არა უკრაინული მხარე აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ფინანსური დახმარების ოდენობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები