აშშ-სა და კუბას შორის შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს

აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო, მსგავსი ტიპის შეხვედრა 35 წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა. თუმცა როგორც ორი ქვეყნის დელეგაციებმა აღნიშნეს, აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების ტოლფასი უნდა გახდეს. მართალია, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიხსნება კუბაში აშშ-ს საელჩო და პირიქით, თუმცა ის, რომ შეხვედრა შედგა, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.
ორმხრივი ურთიერთბების გაუმჯობესებაზე საუბარი წინა წლის დეკემბერში დაიწყო. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი პირველად 17 დეკემბერს დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები