ებოლას ექსპერიმენტული ვაქცინა უკვე ლიბიაშია
ებოლას ექსპერიმენტული ვაქცინა უკვე ლიბიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “სი-ენ-ენი” იუწყება. ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონება, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. ვაქცინის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ექიმი-მეცნიერები და 10 000-მდე მოხალისეც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გეგმავს, რომ მოხალისეების რაოდენობა გაზაფხულამდე 30 000-მდე გაზარდოს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი ექსპერიმენტული ვაქცინა, იანვრის დასაწყისში 200 მოხალისეზე გამოსცადეს და მას უკურეაქცია არ ჰქონია. იქნება თუ არა ეფექტური ებოლას საწინააღმდეგოდ გამოგონებული ახალი ვაქცინა, ამას დრო გვიჩვენებს.