რუსეთმა შესაძლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა დატოვოს

რუსეთმა, შესაძლოა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა დატოვოს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია რუ” იუწყება, თუ რუსეთს ევროსაბჭო ხმის უფლებას არ აღუდგენს, ეს პროცესი გარდაუვალი გახდება.
“თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსაბლიაში რუსეთს ხმის უფლებას არ აღუდგენენ, მაშინ, რუსეთი ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს. მართალია, რუსეთი აფასებს ევროსაბჭოს, როგორც საერთაშორისო ტრიბუნალს, სადაც ხდება აზრების გამოხატვა, თუმცა თუ რუსეთს ამის უფლება აღარ ექნება, მაშინ რისთვის უნდა დავაფასოთ ეს ორგანიზაცია?” – ამბობს რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები