დავით ნარმანია და თენგიზ შერგელაშვილი „SDC“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს რეგიონების განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრეს. თენგიზ შერგელაშვილმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, გასულ წელს ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: შემუშავდა თვითმმართველობის ახალი კოდექსი. „UND“P-ის და „SDC“-ს მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონისთვის შემუშავდა რეგიონების განვითარების სტრატეგიები. რეგიონების განვითარების თვალსაზრისით მუშაობა წელსაც გაგრძელდება. 2014 წელს რეგიონული სტრატეგიების მიხედვით სამოქმედო გეგმების შემუშავებაა დაგეგმილი. ასევე, იგეგმება თვითმმართველობების მოხელეების დატრენინგება და ამ მიმართულებით საერთო კონცეფციის შემუშავება. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დაახლოების სურვილი გამოთქვეს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, „SDC“ საქართველოში ექსპერტებს მომავალშიც გამოაგზავნის, რათა თანამშრომლობა კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები