ისნის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ისნის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელებზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
„ისნის რაიონში აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მხარგრძელის, კალოუბნის, ჯავახეთის და წულუკიძის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 11.00 საათიდან 14.00 საათამდე შეეზღუდებათ“, – აცხადებენ „თელასში“.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები