„ვაზაგაშვილის საქმეს რამდენიმე მაღალჩინოსანი შეეწირება“

გავრცელებული ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საქმეს რამდენიმე მაღალჩინოსანი შეეწირება. ამის შესახებ გაზეთი ”ალია” წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იური ვაზაგაშვილის ხმაურიანი განცხადებებისა და ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ, გასული კვირის პარასკევს ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილს შეხვდა.
„ივანიშვილი დაინტერესებულა იმ დეტალებით, სადაც ბატონი იური მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა მაღალჩინოსნებს. საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა, ბიძინა ივანიშვილს უთქვამს იური ვაზაგაშვილისთვის, რომ ეს საქმეც იქნება გამოძიებული და ის ხალხიც გადაყვება ამ ამბავს, ვისაც თქვენ მფარველებად ასახელებთ, ხოლო ისინი, ვინც უწყებებში არიან დარჩენილები, მათი ადგილი აღარ იქნება იქო. არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი ამ საქმეს შეეწირება და ძალიან მალე!” – წერს „ალია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები