უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის ცხედარი წუხელ საქართველოში ჩამოასვენეს. იგი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი მიაგეს ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა. აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.
იქ ასევე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ბიძაშვილმა ამირან ცერცვაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი სურვილით წავიდა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაკრძალვის ზუტი თარიღი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა თამაზ სუხიაშვილი შესაძლოა, ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები