კულტურის სამინისტრო C – ჰეპატიტის აქციაში ჩაერთო – მანდარინები და ორიგინალური ფოტოსესია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოწვევას და C – ჰეპატიტის აღმოფხვრისკენ მიმართულ საყოველთაო კამპანიას უერთდება – „ერთად დავამარცხოთ C – ჰეპატიტი“.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს – სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებს.