„პოზიცია“ საზოგადოებას მოუწოდებს, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების თემა სპეკულაციის საგნად არ აქციონ

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ვაზაგაშვილების ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.
„პოზიცია“ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს მოუწოდებს, ფაქტი სპეკულაციის საგნად არ აქციონ, რათა შესაბამის ორგანოებს მომხდარის სრულფასოვნად გამოძიების საშუალება მიეცეთ.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პროკურატურა ფაქტს სათანადოდ გამოიძიებს და დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.
ამასთან, მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და, ზოგადად, მოქალაქეებს, ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს სპეკულირებისთვის, რათა გამოძიებას მუშაობის საშუალება მიეცეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები