„საფუძვლიანია ეჭვი, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დანაშაული იგივე პირებმა ჩაიდინეს, რომლებმაც მისი შვილის მიმართ“

საფუძვლიანია ეჭვი, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც დანაშაული მისი შვილის მიმართ ჰქონდათ ჩადენილი, – ამის შესახებ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ეჭვს იწვევს ის, რომ მამა იბრძოდა, შვლის მკვლელობის შესახებ სიმართლის დასადგენად.

“თუ ეს არის დანაშაული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სწორედ ამ გრძნობის შებღალვა და შეურაცხყოფაა, როდესაც მამა იბრძოდა, დაედგინა სიმართლე, მისი შვილი კანონიერად იყო ლიკვიდირებული, თუ მოკლული უკანონოდ და ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ასეთი საზარელი დანაშაული ხდება, რა თქმა უნდა, ასეთ დროს საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი მისი შვილის მიმართ”, – განაცხადა შავგულიძემ.

დეპუტატი დარწმუნებულია, ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე გაიხსნება, დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.

“მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს. თუ ეს არის მკვლელობა, მაშინ ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, რომელიც ჩვენ საერთოდ გვსმენია. აუცილებელია, იგი რაც შეიძლება სწრაფად და სრულყოფილად იქნას გამოძიებული და საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. თუ ეს არის დანაშაული, დარწმუნებული ვარ, ის გაიხსნება, დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება, მაგრამ მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს სასჯელს უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობის და გაკიცხვის სახით”, – განაცხადა შავგულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები