“იურიმ მოიპოვა ძალიან მყარი მტკიცებულებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს”

ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლულია, – ამის შესახებ „კვირას“ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
ჭკადუას თქმით, ოჯახს ჰქონდა იმის განცდა, რომ იური ვაზაგაშვილის მიმართ შესაძლოა, რაიმე სახის ქმედება განხორციელებულიყო, რადგან მან მოიპოვა გარკვეული მასალები, რომლებიც ძალიან მყარი მტკიცებულებები იყო მისი შვილის მკვლელობის მონაწილეების მიმართ.
„წინა ხელისუფლების პირობებში ძლიან ხშირად იყო მუქარა მისი და მისი ოჯახის წევრების, ასევე ადვოკატების მიმართაც, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ასეთ რაიმეს ადგილი არ ჰქონია. ეს წუთია შევხვდი მისი ოჯახის წევრებს. ბოლო პერიოდში იურიმ მოიპოვა გარკვეული მასალები – ძალიან მყარი მტკიცებულებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, უკვე ჰქონდათ განცდა, რომ მის მიმართ შესაძლოა, რაიმე მოქმედება განხორციელებულიყო. მათ ეჭვიც კი არ ეპარებათ, რომ ის მოკლულია. თვითმკვლელობის ვერსიის არსებობასაც კი შეურაცხმყოფელად აღიქვამენ“, – აცხადებს ჭკადუა.
ადვოკატის თქმით, იური ვაზაგაშვილი არ იყოს პიროვნება, რომელიც თავს მოიკლავდა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მას შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა.
„ეს პიროვნება, დღიდან მისი შვილის მკვლელობისა, იბრძოდა, მათ შორის, სხვისი შვილების გამოც. მისი ნაცნობობა მაძლევს იმის საშუალებას, განვაცხადო, რომ ეს არ იყო პიროვნება, ვისაც თავის მოკვლა შეეძლო. ის თვითმკვლელი არ იყო. ყოფილი ხელისუფლების პირობებშიც კი, როდესაც შეზღუდული იყო, ყოველ წუთს, ყველა კანონიერი საშუალებით იბრძოდა იმისთვის, რომ გამოძიება ბოლომდე დასრულებულიყო“, -ამბობს ჭკადუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები