ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ მშენებლობის ეტაპზე გადადის

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა. ამჟამად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ბელგიურ კომპანია tractebel-engineering-თან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებას აფორმებს.
აღნიშნული ითვალისწინებს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ტურბინებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას. ამასთან, ბელგიური მხარე პროექტს სამშენებლო ეტაპზე და ექსპლუატაციაში შევსლიდან 2 წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.
20 მგვტ სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. „ქართლი“ პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს და რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ: სს „საქართველოის ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უკვე თანამშრომლობს კომპანია tractebel-engineering-თან. ბელგიურმა კომპანიამ ფონდის მიერ გამოცხადებულ ტედერში გაიმარჯვა და ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტზე წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასკვნას ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები