ირაკლი ღარიბაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში შრომითი კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით გადადგა.
პრემიერმა ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალურ მრჩეველს კარი ტაპიოლას ინფორმაცია მიაწოდა, რომ შრომითი უფლებების ეფექტური ინსტიტუციური რეფორმირების მიზნით საქართველოს მთავრობა აძლიერებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, ეს პლატფორმა მხარეებს შორის ნაყოფიერი დიალოგის კონსტრუქციულ მექანიზმად გამოიყენოს.
მთავრობის მეთაურმა კარი ტაპიოლას ასევე მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს შრომით საკითხებთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელების პროცესში უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები