„სუხიშვილები“ საიუბილეო კონცერტებს გამართავს

ანსამბლ „სუხიშვილებს“ დაარსებიდან 70 წელი უსრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანსამბლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 17-18 იანვარს, კონცერტების სერიას გამართავს.
კონცერტებზე ორგანყოფილებიანი შერეული პროგრამა იქნება წარმოდგენილი, როგორც ტრადიციული, ისე ახალი ცეკვებით.
ასევე მოეწყობა ანსამბლის ისტორიის ფოტოგამოფენა.
კონცერტები 20 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები