ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში სიმბოლურად დეკორატიული მანდარინის ხე გადასცეს

„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი უკვე საქართველოშია. ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ფილმში მონაწილე მსახიობები და გულშემატკივრები დახვდნენ.
კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის – „უგულშემატკივრე მანდარინებს ოსკარზე’’ ფარგლებში, მონაწილეებმა აეროპორტში შეკრებილებს მანდარინები დაურიგეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორ ზაზა ურუშაძეს მინისტრის სახელით სიმბოლური საჩუქარი – დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა.
ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”, ოსკარზე ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა.
ფილმი ესტონურ – ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები