9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა

9 აპრილის ბაღში მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.
კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოღვაწეობის პერიოდში ბევრი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა. „მიუხედავად უდიდესი სარეთაშორისო აღიარებისა, მას ყოველთვის თავმდაბლობა, თავდაჭერილობა ახასიათებდა. ეს ხასიათის სიმტკიცე მის მიერ შექმნილი გმირების ხასიათს ლეიტმოტივად მიჰყვებოდა, თითქოს, ყველაზე მთავარი, რაც ბატონ ოთარს აქვს, არის ხალხის სიყვარული და დღევანდელი დღეც ამის დასტურია“, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, წელს ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლის იუბილე აღინიშნება. „წელს, 83 წლის იუბილეზე ღირსეული პატივი მივაგეთ ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი შემოქმედება და მემკვიდრეობა დაგვიტოვა. რამდენიმე თვის წინ, როცა მისი სახელობის მემორიალური დაფა გავხსენით, დავდეთ სიტყვა, რომ მის იუბილეზე 9 აპრილის ბაღს ძეგლიც დაამშვენებდა და ამით პატივს მივაგებდით მის უკვდავ სახელს, რაც ჩვენი მხრიდან შესრულდა“, – ამბობს დავით ნარმანია.
ძეგლის ავტორის, ლევან ვარდოსანიძის თქმით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც აქანდაკებ მსოფლიო დონის მსახიობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები